მანდატურის ხელფასი იზრდება

2018-12-10 13:19:40

მანდატურებს ხელფასი 200 ლარით გაეზრდებათ.

როგორც  "ინფო რუსთავს" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა განუცხადა, 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მანდატურების ხელფასების ზრდა.

ხელფასების ზრდა პირველი იანვრიდან არის დაგეგმილი და ცვლილებები ყველა მანდატურის სამსახურის თანამშრომელს შეეხება.

საქართველოს მასშტაბით, სულ 1300 მანდატური არის დასაქმებული, მათი ხელფასი ამ ეტაპზე 400 ლარს შეადგენს.