აფეთქება საცხოვრებელ ბინაში

2018-12-10 10:47:17

აფეთქება ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში მოხდა.

არსებული ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის ერთერთ ბინაში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.