21 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

2018-12-09 18:10:42

ნარკოტიკული ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა თბილისში.

არსებული ინფორმაციით, სამი ახალგაზრდა ერთ-ერთ ღამის კლუბში იმყოფებოდა. მათ ე.წ. კლუბური ნარკოტიკი მიიღეს, რის შემდეგაც ისინი შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ პაციენტებიდან, ერთერთი ახალგაზრდა გვიან ღამით გარდაიცვალა. ის ქუთაისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.

ორი მათგანი კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება და მკურნალობის კურსი უტარდებათ.