პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს

2018-12-09 15:22:28

აბაშაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ცივი იარაღით, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრეს.

შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის  მეორე თანამშრომელიც დაშავდა, რომელსაც მცირე დაზიანება აღენიშნება.

ინციდენტი სოფელ გეზათში მოხდა.

პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს ქუთაისის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაულში ბრალდებული პირი დადგენილია და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.