ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-12-05 23:29:28

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით ზუგდიდში, საპატრულო პოლიციის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა რა დროსაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა.

ავარიის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ რომ გარდაცვლილი მამაკაცი შს სამინისტროს ჩხოროწყუს პოლიციის განყოფილების თანამშრომელია.

გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.