2000 თანამშრომელი სამსახურის გარეშე [video]

2018-12-07 00:28:37

რუსთავის მეტალურგიული ქარხანა საწარმო პროცესს აჩერებს. ქარხნის გაჩერების შემთხვევაში კი 2000 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაცია "ინფო რუსთავს" სანდო წყარომ დაუდასტურა და აღნიშნა რომ პირველი ღუმელის გაჩერება დაახლოებით 1 კვირაში მოხდება, ხოლო ქარხანა სრულად 1 თვეში გაჩერდება. საკითხზე ოფიციალური კომენტარი ქარხნის ხელმძღვანელობას ჯერ არ გაუკეთებია.

"ქართული ფოლადი"-ს გაჩერების მიზეზად ირანიდან არმატურის დემპინგურ ფასად შემოტანა სახელდება. კომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ფაქტზე არაერთხელ გაამახვილა ყურადღება თუმცა უშედეგოდ.

"ინფო რუსთავმა" აღნიშნულ თემაზე კითხვა მინისტრს დაუსვა. "ჩვენ პარლამენტში შეგვაქვს ანტიდემპინგური კანონმდებლობა, რომელიც მოგვცემს საშუალებას რომ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში განვიხილოთ ასეთი სიტუაციები. დღემდე ჩვენ ასეთი კანონმდებლობა არ გვქონია", - გიორგი ქობურია ეკონომიკის მინისტრი.

საწარმოს გარდა ქვეყანაში არსებული დემპინგური ფასებისა პრობლემები ჰქონდა ექსპორტზე, ამერიკაში პროდუქცია 25%-ით იბეგრება.