დააკავეს კაცი, რომელიც დაზარალებულს ავაჯეის დამზადებას დაპირდა, ფული გამოართვა და არ დაუმზადა

2026-11-02 11:18:56

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის სანაცვლოდ ავეჯის დამზადებას დაჰპირდა, თანხა გამოართვა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და ფული თაღლითურად მიითვისა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.