ქუთაისის პარლამენტის შენობის ბედი

2018-12-06 13:26:51

ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში, საპოლიციო რეგიონალური ჰაბი განთავსდება -ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ეს იქნება მომსახურების ცენტრი, რომელიც 50-მდე საპოლიციო სერვისს გააერთიანებს.

"ამ შენობაში იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონალური საპოლიციო ჰაბი, სადაც სხვადასხვა საპოლიციო სერვესებს შევთავაზებთ დასაველთ საქართველოს მოსახლეობას, რითიც გარკვეულწილად ადგილობრივების დასაქმებას შევუწყობთ ხელს. სხვადასხვა საპოლიციო სერვესები იქნება გაერთიანებული, როგორც მაგალითად თბილისში გვაქვს ერთიანი მომსახურეობის ცენტრი, სადაც 50-მდე საპოლიციო სერვისის მიწოდება ხდება მოსახლეობაზე,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.