ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-12-06 11:25:37

ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი დაიღუპა.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექისის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს და რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

აღნიშნული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით, სამ წლამდე.