რას აცხადებენ "ინტერტრანსში"

2018-12-06 13:10:51

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მგზავრობის ფასის გაძვირებაზე სოციალურ ქსელში რუსთაველები აქტიურად წერენ.

ვრცელდება ინფორმაცია რომ კომპანია "ინტერტრანსი" მგზავრობის საფასურს 6 დეკემბრიდან აძვირებს.

"ინფო რუსთავი" კომპანიას დაუკავშირდა სადაც განაცხადეს რომ - "მგზავრები ხვალ ჩვეულებრივად, არსებული ტარიფით იმგზავრებენ". ჩვენ კითხვაზე ამ დღეებში მოხდება თუ არა ფასის გაზრდა, გვიპასუხეს - "ფასის გაზრდაზე საუბარი უკვე 2 თვეა მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიღებულა".

გავრცელებული ინფორმაციით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე, ყველა ლოტზე ფასის 50 თეთრით გაზრდა იგეგმება, აღნიშნულის შესახებ ნფორმაცია ჯერ კიდევ 1 ოქტომბერს გაჟღერდა, თუმცა საუბარი მალევე დაივიწყეს რადგან არჩევნების წინ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გაუმართებლად მიიჩნიეს. არჩევნების შემდეგ კი საკითხი აქტუალური გახდა.