შეხვედრა "ინტერტრანსის" დამფუძნებელთან [video]

2018-10-01 14:50:08

ქვემო ქართლის გუბერნატორს, ქალაქის მერსა  და "ინტერტრანსის" დამფუძნებელს შორის შეხვედრა გაიმართა. [ვიდეო/video]

შეხვედრის მთავარი თემა რუსთავ-თბილისის ხაზზე მგზავრთა გადაადგილებისას წარმოქმნილი პრობელები და მათი გადაჭრის გზები იყო.

ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების წარმომადგენელმა "ინტერტრანსს" წარუდგინა ის  პრობლემები, რომლებიც დღეისთვის კომპანიის მხრიდან შეუსრულებელია, კერძოდ მგზავრთა გადაყვანის წესების და გრაფიკის დარღვევა, სატრანსპორო საშუალებების სიმცირე და გაუმართავი ავტომობილების არსებობა.

უმთავრესი საკითხი შეხვედრაზე  პიკის საათებში საკმარისი ტრანსპორტის არ არსებობა და მზავრების გაჩერებებზე რამდენიმე საათიანი ლოდინი იყო.

კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გადაჭრის პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ვალდებულებას იმ შემთხვევაში შეასრულებენ, თუ მგზავრობის ფასი გაიზრდება და 2 ლარამდე მიაღწევს.

"ინტერტრანსის" წარმომადგენლების თქმით, მგზავრობის ფასის ზრდაზე ფიქრი ქვეყანაში არსებულმა ვითარებამ კერძოდ კი ვალუტის კურსმა და საწვავ-საპოხი მასალის გაძვირებამ აუცილებელი გახადა.