ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
2018-12-05 16:51:00

ავტოსაგზაო შემთხვევა  ქუთაისი-ხონის გზაზე მოხდა.
მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
მსუბუქი ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რა დროსაც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა და შეეჯახა ავტომობილს.

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად არიან დაშავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით საქმე სსკ-ის  176-ე მუხლით აღძრა.