დაღუპვის მიზეზი თავის ტრავმა გახდა

2018-12-05 14:23:01

უბედური შემთხვევა ხელვაჩაურში.

არსებული ინფორმაციით, ორი თვის ჩვილი საბავშვო ეტლიდან გადავარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღუპვის მიზეზი თავის ტრავმა გახდა.

შსს-ში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.