ახალი საგანი სკოლებში

2018-12-05 14:01:02

სკოლებში 2008 წლის აგვისტოს ომის ისტორიის სწავლება, იანვრიდან დაიწყება.

საკითხი ახალ საგანში "თავდაცვა და უსაფრთხოება" შედის, რომელიც სკოლებში სწორედ მიმდინარე სასწავლო წლის მეორე ნახევრიდან დაინერგება.

განათლების სამინისტრომ აღნიშნული საგნის სწავლება ქართული ჯარის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებაში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისთვის გადაწყვიტა.

მათივე განმარტებით, საგნის სწავლება რამდენიმე სკოლაში საპილოტე რეჟიმში, მე-10 კლასელებისთვის დაიწყება.