პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში გაიმართება

2018-12-05 12:08:37

სალომე ზურაბიშვილი ადასტურებს, რომ ინაუგურაცია თელავში გაიმართება. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინაუგურაციის ცერემონიის დეტალებზე მუშაობა მიმდინარეობს.

"ინაუგურაციის დეტალები მუშავდება. როგორც სხვებისგან გაიგეთ,  თელავში გაიმართება და მეც ვადასტურებ, რომ იქნება თელავში, მინდოდა პირველს მე მეთქვა", – განაცხადა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხოური დელეგაციების იქნება მიწვეული.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.