ძარცვა პოლიციის სახელით

2018-12-05 01:30:13

ბათუმში, სასტუმრო „სან ჰოსტელში" ძარცვის მეტად უჩვეულო და თავხედური მცდელობა მოხდა.

თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 დეკემბერს ღამის საათებშო ორი შეიარაღებული მამაკაცი სასტუმროში შევარდა და ყვიროდა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ და ნარკოტიკულ ნივითიერებებს ეძებდნენ.

თუმცა, მათ ჩხრეკის ნაცვლად ტურისტების ძარცვა დაიწყეს. სასტუმროში მყოფი სტუმრები ყვებიან, რომ მათ ერთ-ერთ კორეელ ტურისტს ტელეფონიც კი წაართვეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ეჭვი, რომ ეს ადამიანები არა პოლიციის თანამშრომლები, არამდე ყაჩაღები იყვნენ, სასტუმროს ადმინისტრაციას მალევე გაუჩნდა. ტურისტები ამბობენ, რომ ისინი მათ ნომერში ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდნენ. ხოლო სასტუმროს სტუმრებს ფულის ან ძვირფასეულობის არმიცემის შემდეგ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

ამის შემდეგ თავად ტურისტებმა ერთ-ერთი მძარცველი დაიჭირეს და გაკოჭეს. სასტუმროს წინ, როგორც დამსვენებლები აცხადებენ, პოლიციის შენობაა, საიდანაც სამართალდამცველები გამოიძახეს. ერთმა მძარცველმა  გაქცევა შეძლო, თუმცა ის პოლიციამ  მალევე დააკავა. 

„არ ვიცით ეს რა იყო. მოულოდნელად ღამის 3 საათზე ორი მამაკაცი სასტუმროში შეიარაღებული შემოვარდა. ყვიროდნენ, რომ პოლიციელები იყვნენ და ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეძებდნენ. ტურისტებს უყვიროდნენ და ნომრებში შესვლას ითხოვდნენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ არა ნარკოტიკულ ნივთირებას, არამედ ფულსა და ძვირფასეულობას ეძებდნენ.

„ვინც მათ მოთხოვნას არ დაემორჩილებოდა, ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ერთ-ერთ კორეელ ტურისტს ძვირადღირებული ტელეფონი წაართვეს. ტურისტი შეეწინააღმდეგა და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

„სასტუმროს წინ პოლიციის შენობაა. ადმინისტრაციამ მათი გამოძახება  შეძლო. ყველა მივხვდით, რომ ეს ძარცვა და ყაჩაღობა იყო. ტურისტებმა ერთი მათგანის დაჭერა და გაკოჭვა შეძლეს. მეორე გაიქცა, მაგრამ შორს ვერ წავიდა, პოლიციამ ისიც დაიჭირა. ასეთი უცნაური რამ არასდროს მინახავს", - აცხადებს სასტუმოს ერთ-ერთი სტუმარი. 

შსს-შიაცხადებენ რომ ბათუმის სასტუმროში  მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის  279-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. 

უწყებაში  კომენტარს არ აკეთებენ, შევიდნენ თუ არა მძარცველები სასტუმროში პოლიციის სახელით.

 

წყარო: რეზონანსი