ტანსაცმელი ხეებს "ჩააცვეს"

2018-12-04 13:32:29

საქველმოქმედო აქცია #გააზიარე სითბო გრძელდება.

აქციის ორგანიზატორებმა რუსთავში, შარტავას გამზირზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ზამთრის ტანსაცმელი დაუტოვეს.

აქციას სანახაობრივი ელემენტები დაამატეს და ტანსაცმელი ხეებს "ჩააცვეს".

ახალი ინიციატივა სოციალურ ქსელში დაიგეგმა.

აღნიშნული აქციის ინიციატორები მოსახლეობას სიკეთის გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

საქველმოქმედო აქცია #გააზიარე სითბო თბილისში დაიწყო, რომელსაც სხვა ქალაქებთან ერთად რუსთავიც შეუერთდა.