#გააზიარე სითბო -რუსთავში

2018-12-03 18:10:05

საქველმოქმედო აქციას  #გააზიარე სითბო რუსთავიც შეუერთდა.

ქალაქის მასშტაბით, პირველი მუსიკალური სკოლის და მეგობრობის გამზირის ტერიტორიაზე ახალგაზრდების ინიციატივით სპეციალური კარადები განთავსდა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიტანოს თბილი ტანსაცმელი და დაეხმაროს მათ ვისაც ზამთრის ცივ დღეებში დახმარება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო აქცია #გააზიარე სითბო თბილისში დაიწყო, შემდგომ  მასშტაბური ხასიათი მიიღო და მას რეგიონებშიც შეუერთნენ.