თბილისი სოფელი დიღომი - სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად ჩამონგრეულია ორსართულიანი სახლის კედლები
დაშავებულია ორი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილები არიან საავადმყოფოში. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო - სამაშველო ჯგუფი.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.