30 ნოემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-29 17:25:34

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ნოემბერს 11:00-დან 19:30 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულში და მარნეულის რაიონის სოფლებში წერაქვი, სიონი, ჯანხოში, ახკულა და მიმდებარე სოფლებში,

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.