"მილოცვა სამწუხაროდ ჯერ არ მიმიღია, ველოდები"

2018-11-29 13:41:53

სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა.

საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ჟურნალისტის კითხვაზე მიულოცა თუ არა მას გრიგოლ ვაშაძემ გამარჯვება, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა - "სამწუხაროდ ჯერ არა, მაგრამ ველოდები."