აფეთქება მარნეულში [photo]

2018-11-29 12:31:18

მანეულში, რუსთაველის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განიცხადეს რომ - "აფეთქება მოხდა დილის საათებში. შემთხვევის შედეგად დაშავდა 35 წლის მამაკაცი. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები".

დაშავებული მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

წინასწარი ინფორმაციით საცხოვრებელ ბინაში აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონმვამ გამოიწვია.


ფოტო: მარნეულის ტელევიზია