ცესკოს შედეგები ამ დროისთვის

2018-11-29 10:46:27

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 99,92 %-ის დათვლის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს ხმა ამომრჩეველთა 59,54 %-მა მისცა, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40,46 %-მა.

გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილზე მეტი ხმა მხოლოდ ორ ქალაქში, რუსთავსა და თელავში მიიღო.

ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64,27%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა. უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები თანამოქალაქეების მიერ 35,73 %-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია სავარაუდოდ 16 დეკემბერს გაიმართება.