სალომე ზურაბიშვილი არჩევნებზე

2018-11-28 15:03:25

მე ხმა მივეცი ყველაზე ევროპელ კანდიდატს, ჩემი არჩევანი არის ეს,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი, შვილებთან ერთად, კრწანისის საარჩევნო ოლქის, 03 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი საქართველო, ჩემი არჩევანი არის ერთიანი საქართველო,  ჩემი არჩევანი არის დაწყნარებული საქართველო, ჩემი არჩევანი არის ღიმილიანი საქართველო“, - განაცხადა დამოუკიდებელმა კანდიდატმა.