მკვლელობა თბილისში

2018-11-26 11:03:04

თბილისში, მუხიანის მესამე მიკრორაიონში, ცეცხლსააროლი იარაღით 33 წლის კაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის სსკ-ის 108-ე მუხლით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 117-ე მუხლის 1 ნაწილითა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით დაიწყო.

წყარო: სააგენტო პირველი