26 ნოემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-11-25 19:08:49

26 ნოემბერს, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს.

26 ნოემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს უშევანი, ჯავშანიანი, კიანეთი, ქვეში, საბერეთი. ხოლო 14:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს დარბაზი, ხახალაჯვარი, ფოცხვერიანი, ბალიჭი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.