პატრიარქის ქადაგება

2018-11-25 14:34:02

ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში გვარების დალოცვისას ბრძანა.

პატრიარქმა საკვირაო ლიტურგიის შემდეგ შოშიაშვილები და ხუციშვილები დალოცა. "დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს, ეს არის ხუციშვილები და შოშიაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს",- ბრძანა საქართველოს პატრიარქმა.