მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

2018-11-24 19:54:52

ექიმების ინფორმაციით, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ექიმის განმარტებით, პაციენტს უტარდება ყველა ტიპის გამოკვლევა და საჭირო სამედიცინო დახმარება.

შეგახსენებთ, რომ 30 წლამდე მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან საღამოს გადმოვარდა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.