კურიოზული სიტუაცია რუსთავში [video]

2018-11-20 00:13:01

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების 1 ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. [ვიდეო/video]

გავრცელებული ინფორმაციით პირმა, რომელმაც 112-ში დარეკა განაცხადა რომ საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულის აივანზე ხანძარი იყო.

ადგილზე მისულ მეხანძრეებს კურიოზული სიტუაცია დახვდათ, აღმოჩნდა რომ მეექვსე სართულზე, ბინაში მამაკაცები გიორგობას აღნიშნავდნენ და აივანზე მწვადებს წვავდნენ.

შეგახსენებთ რომ ადგილობრივებმა რამდენიმე დღის წინ მეხანძრეები "ნისლის ჩასაქრობად" გამოიძახეს.