რის გამო გამოიძახეს მეხანძრეები რუსთავში

2018-11-15 20:51:48

რუსთავში, მეგობრობის 47 ნომერში ადგილობრივებმა 112-ში დარეკეს და მეხანძრეები გამოიძახეს.

არსებული ინფორმაციით ადგილობრივებმა საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე კვამლი შენიშნეს.

ადგილზე მალევე მივიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის 4 ეკიპაჟი, თუმცა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

გაირკვა რომ საცხოვრებელი სახლის სახურავზე არა კვამლი არამედ ნისლი იყო.