70 წლამდე მამაკაცი მოკლეს

2018-11-23 11:36:08

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივებმა ქუჩაში დილით შენიშნეს. 

გავრცელებული ინფორმაცია თითქოს და მამაკაცს თვალები აქვს დათხრილი არ დასტურდება.

შსს-ში "ინფო რუსთავი"-ს განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".