ეკიპაჟს თბილისში პაციენტი გადაყავდა

2018-11-23 00:41:59

კატასტროფის ცენტრის მანქანა, რომელსაც ადიგენიდან თბილისში თირკმლის უკმარისობით პაციენტი გადაჰყავდა, ახალციხეში ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად კატასტროფის მანქანაში მყოფი ექიმი მსუბუქად დაშავდა.

შემთხვევა, 22 ნოემბერს, საღამოს საათებში მოხდა. ადიგენიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი მანქანა ქალაქის გასასვლელში, "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს, საპირისპირო მიმართულებით მოძრავ "მერსედესს" შეეჯახა.

კატასტროფის მანქანაში მყოფი პაციენტის თბილისში გადასაყვანად შემთხვევის ადგილზე მეორე მანქანა მივიდა.

 

წყარო: პრაიმტაიმი