"ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

2018-11-22 19:24:10

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 15:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, ორბეთი, მოხისი, ვანათი, შამთა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.