მოტოციკლი ტრანზიტს შეეჯახა

2018-11-22 15:09:53

ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა.

შემთხვევა ლაგოდეხში მოხდა.  ერთმანეთს მოტოციკლი და "ფორდის ტრანზიტის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მოტოციკლში მამა-შვილი ისხდნენ.  ძლიერი შეჯახების დროს შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში მოათავსეს.
დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
შსს-მ გამოძიება
276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.