ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოსთან 2 მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით "ოპელი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლი სარკინიგზო გადასასვლელზე გადასვლას ცდილობდა რა დროსაც მას მატერებელი დაეჯახა.
ავტომობილში 40 წლამდე მამაკაცები იმყოფებოდნენ, ისინი ადგილზე გარდაიცვალნენ.
შსს-ში "ინფო რუსტავს განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 275 მუხლით მიმდინარეობს".