"ესეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი"

2018-11-20 22:06:02

ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა და აცხადებს რომ - "საკუთარ თავში ძალიან იყვნენ დარწმუნებულები ერთერთი მიზეზი სწორედ ეს იყო, ამის კარგი გამოხატულება გახლდათ ის რომ პირველ ტურში შედეგები რასაც ველოდებოდით იმ დონეზე იყო გუნდი დარწმუნებული რომ კვლევებიც კი პროფესიონალურად არ ჩაუტარებიათ. რეალურად პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ესეთი ცდომილება, ეს იყო სირცხვილი. ის რასაც ელოდნენ, არა თუ გრძნობადობა არამედ მოლოდინიც ჰქონდათ აბსოლუტურად აცდენილი რეალობასთან. თვითონ გუნდმაც მიიღო ცივი შხაპი".