გოგონა სელფის გადაღების დროს დაშავდა

2018-11-20 00:16:35

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთერთ სკოლაში მეორე სართულიდან გადმოვარდნილი 17 წლის გოგოს მდგომარეობა მძიმეა.

ექიმების ინფორმაციით პაცინტს მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა აქვს, ის ქირურგიულ განყოფილებაში იმყოფება და მას საოპერაციოდ ამზადებენ.

არსებული ინფორმაციით გოგონა მესამე გაკვეთილის შემდეგ, შესვენების დროს ფანჯრის რაფაზე დაჯდა და სელფის გადაღებას ცდილობდა რა დროსაც ის სიმაღლიდან გადავარდა.

დაშავებული მკურნალობას ქუთაისის საავადმყოფოში გააგრძელებს, გოგონას მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.