ფინანსთა მინისტრის განცხადება

2018-11-19 13:23:09

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა  საბანკო დავალიანებების განულებასთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

ივანე მაჭავარიანის თმით, ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ, რადგან თავად „ვივუსმა“ თქვა უარი ამ პროგრამაში მონაწილეობაზე.

შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეს შეეძლება შეამოწმოს, შეეხება თუ არა საბანკო დავალიანებების ჩამოწერა. აღნიშნული  ვებ-გვერდი მზად 3 დეკემბერს იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე.

600 000 ადამიანი გამოყოფილია შემდეგი კრიტერიუმით: ვისაც ერთ წელზე მეტი ხანდაზმული გადაუხდელი ვალი აქვს 2000 ლარამდე.

მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.