"ბორჯღალოსნებმა" სამოას ნაკრები ანგარიშით 27:19 დაამარცხეს.
პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები სამოას ნაკრებთან თამაშს აგებდა და ანგარიში 10:19 იყო, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა შეძლეს მეორე ტაიმში თამაში გაეუმჯობესებინათ და დაწინაურდნენ კიდეც.
თამაშზე, თამაზ მჭედლიძე საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
მატჩი თბილისში, "ავჭალის" რაგბის სტადიონზე გაიმართა.