ნოემბერში გრიპზე აცრა ერთი დღის განმავლობაში უფასო იქნება- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამირან გამყრელიძის განმარტებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ პაციენტები უფასო პროცედურის ჩატარებას.
"20-ში გაიხსნება ტენდერი, რომელი სამედიცინო დაწესებულება უნდა მოემსახუროს ამ ერთდღიან მასშტაბურ აქციას ქვეყანაში, როდესაც ყველასთვის იქნება ის უფასო. კონტრაქტორი გვეყოლება ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელმაც ეს უნდა განახორციელოს. ნოემბერში იქნება ეს დღე. თარიღს მსურველებისთვის რამდენიმე დღით ადრე დავასახელებთ", - განმარტა ამირან გამყრელიძემ.
გრიპის ვაქცინაციის ფასი 30-დან 50 ლარამდე მერყეობს. აცრა მხოლოდ იმუნიზაციას სახელმწიფო რისკჯგუფებში შემავალ პირებს (ორსულებს, სამედიცინო პერსონალს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრებსა და დიაბეტიან ბავშვებს) უფინანსდებათ.