შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი - სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შენობაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დანაწევრებული ცხედარი მდინარის ნაპირას ადგილობრივმა მაცხოვრებელმა აღმოაჩინა. სამართალდამცველებმა 2 ნოემბერს დანაწევრებული სხეულის კიდევ რამდენიმე ნაწილი აღმოაჩინეს. 14 ნოემბერს კი, გამოძიებაში ქართველი სამართალდამცველებიც ჩაერთნენ.
შვედეთის გამოძიებამ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.