ზემო ფონიჭაალაში, ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქების შედეგად მეხნძრე მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 21 წლის სოფიო ყაველაშვილი და მისი 9 თვის ვაჟი, ნიკოლოზ ცერცვაძე გარდაცვლილები ნახეს. ისინი 23-ე კორპუსის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა და ბეტონის ფილები მეოთხე სართულიდან მეორე სართულზე ჩაინგრა.