ძლიერი აფეთქება ფონიჭალაში

2018-11-15 17:47:20

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად ნანგრევებში მოყოლილი 9 თვის ჩვილის გარდაცვლილი იპოვეს.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა ჩვილის დედის ცხედარიც იპოვეს. დედა-შვილის სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გარდაცვლილების ცხედრები რამდენიმე წუთის წინ პროზექტურაში გადაასვენეს.

ზემო ფონიჭალაში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანიც დაშავდა. ისინი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.