მარნეულში, სოფელ წერეთელში სტადიონზე ვარჯიშისას მოზარდი გარდაიცვალა.
2002 წელს დაბადებულ ბიჭს გული გაუჩერდა და საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
როგორც შსს-შიაცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.