ზესტაფონში, აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცებს შორის შელაპარაკება მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით,მკვლელობის მიზეზი ხურდების გაყოფა გახდა. მამაკაცები რომლებიც ავტოსადგომზე მუშაობდნენ და მძღოლებს პარკინგში ეხმარებოდნენ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შელაპარაკება მათ შორის თანხის განაწილებას მოყვა რა დროსაც ერთერთმა ხელში არმატურა აიღო და მეორეს თავში ჩაარტყა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჯები.
მამაკაცი მიღებული ტრამვების შედეგად ადგილზე გარდიცვალა.
შსს-ში აცხადებენ რომ - "ბრალდებული დაკავებულია, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინაროებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს".