გუშინ, გვიან ღამით რუსთავში, VI მიკრო-რაიონში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული 13 წლის მოზარდი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით მოზარდი ადგილობრივებმა სცემეს, თუმცა მეორე ვერსიით ბიჭი ინციდენტის შემდეგ გარბოდა, რა დროსაც წაიქცა და დაზიანებები მიიღო.
"პაციენტს აღენიშნება სახისა და კისრის მიდამოებში მშრალი ექსკორაციები, მცირე ზომის ჭრილობა, არა სისხლმდენი. პაციენტი იქნა დათვალიერებული, სხვა დაზიანება არ აღენიშნება. ჩაუტარდა ჭრილობის პირველადი დამუშავება და ანტიტეტანური ვაქცინაცია", - განუცხადეს "ინფო რუსთავს" ცენტრალურ საავადმყოფოში.