რა მოხდა რუსთავის ერთერთ უბანში [video]

2018-11-14 00:02:32

რუსთავში, VI მიკრორაიონში ხმაური იყო. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით ახალგაზრდები ტაქსის მძღოლს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ყვებიან რომ კამათს იარაღიდან გასროლა მოჰყვა.

თვითმხილველები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ, ნაწილის აზრით ადგილი ჰქონდა ყაჩაღობას, თუმცა მეორე ნაწილი კი აცხადებს რომ ახალგაზრდებს მგზავრობის თანხის გადახდა არ სურდათ რასაც შელაპარაკება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟიც.

ექიმების თქმით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით ინციდენტში მონაწილეები არასრულწლოვნები არიან.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს".