ავტომობილის გატაცების ფაქტი

2018-11-13 10:10:51

გვიან ღამით თბილისში მგზავრმა ის ტაქსი გაიტაცა რომელიც მას ემსახურებოდა.

არსებული ინფორმაციით გატაცებამდე მგზავრსა და მძღოლს შორის საუბარი მანქანის ყიდვაზე წარიმართა რა დროსაც ტაქსის მძღოლმა მგზავრი ავტომობილის შესამოწმებლად საჭესთან დასვა.

იმ დროს როდესაც მგზავრი საჭესთან იჯდა, ხოლო მანქანის მფლობელი ჯერ კიდევ არ იმყოფებოდა ავტომობილში, მან მოახერხა და მანქანა გაიტაცა.

ტაქსის მძღოლმა მანქანის გატაცების შესახებ ინფორმაცია პატრულს მიაწოდა. მოგვიანებით ავტომობილის გამტაცებელი პოლიციამ ნუცუბიძის ქუჩაზე დააკავა.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.