ქორწილის ავტომობილი ავარიაში მოყვა.
შემთხვევა მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს "ლექსუსი"-ს და "ლადა"-ს მარკის ევტომობილები დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით "ლექსუსი"-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, დაეჯახა "ლადას"-ს მარკის ავტომობილს, შემდეგ გაჩერებას და ბოლოს სკოლის ჯებირი გაანგრია.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა, მისი გადაყვანა სამედიცინო დაესებულებაში მოხერხდა.
"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს."
ფოტო: მარნეულის ტელევიზია