დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა

2018-11-12 10:57:12

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

35 წლამდე მამაკაცი გუშინ გვიან ღამით დავით გარეჯის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.

დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მამაკაცი ჯერ კიდევ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. მას ტრამვები გულმკერდის არეში აქვს მიღებული" - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ დავით გოგოძემ "ინფო რუსთავთან".